geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმი

 

2026 წლის 8 ივნისს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) ქართული სტუდენტური ნაწილის და ACS საქართველოს საერთაშორისო ნაწილის ორგანიზებით  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა  მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმი გახსნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა და აკადემიურ საქმეთა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა უილიამ ტონგმა და თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პეტრე ბაბილუამ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალი პროფესორი და სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ,საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, სოხუმის ფიზიკისა და ტექნოლოგიებბის ინტიტუტიდან , რაც მკაფიოდ ასახავს უნივერსიტეტებს შორის მყარ კავშირს და საქართველოს გარშემო აქტიურ მეცნიერული სამუშაოებს.

სიმპოზიუმმა ასევე უმასპინძლა სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან - პროფესორი უილიამ ტონგი (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი), პროფესორი აჰმად ეზედინი (ვაშინგტონის უნივერსიტეტის გლობალური ურთიერთობების ვიცე-პროვოსტი და NAFSA-ს პრეზიდენტი) და იან გიბსონი (SDSU გლობალური კამპუსის დეკანი).

სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა მოწვეული პროფესორების მოხსენებებს, სტუდენტურ ზეპირ და პოსტერულ პრეზენტაციებს ქიმიის სხვადასხვა მიმართულებებიდან. ღონისძიებამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა წარედგინათ საკუთარი კვლევები, გაეზიარებინათ იდეები და დაემყარებინათ ახალი აკადემიური კავშირები.

სიმპოზიუმის დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები. სამეცნიერო კომიტეტის შეფასების საფუძველზე დაჯილდოვდნენ საუკეთესო ზეპირი პრეზენტაციების ავტორები (I, II და III ადგილები) და საუკეთესო პოსტერის ავტორი.

თარიღი: 08/06/2026